„ქართულ ოცნებას“, სავარაუდოდ, უნდა, რომ პრეზიდენტს თავს დაესხას და ამიტომ მოიწვია დებატები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტში პრეზიდენტის წლიურ ანგარიშით წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მხრიდან კითხვები იქნება დასმული პირველ რიგში, მთავრობის მიმართ, თუ როგორ აპირებენ გაუმკლავდნენ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.
„გაზრდილი კრიმინალი, აღქმა კორუფციის მიმართ - უამრავი პრობლემა გვაქვს, რომელზეც მთავრობა არ რეაგირებს. შესაბამისად, ამ დებატებზე „ევროპული საქართველოს“ მხრიდან იქნება დასმული კითხვები მთავრობის მიმართ, პირველ რიგში, თუ როგორ აპირებენ ისინი გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. პრეზიდენტის მოხსენება არის კარგი საფუძველი, რომ ასეთი დებატები შედგეს. „ქართულ ოცნებას“, სავარაუდოდ, უნდა, რომ პრეზიდენტს თავს დაესხას და ამიტომ მოიწვია დებატები, თუმცა მთავარი არის ამ პრობლემებზე საუბარი“, -განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგება.