სადაც არის მიხეილ სააკაშვილი, ის ძალა მომავალში ყოველთვის განწირული იქნება წაგებისთვის, - ასე აფასებს ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის შესაძლო დაყენებას.
"არ ვიცი რომელი ძალა მოახერხებს თანამშრომლობას სააკაშვილთან. თუმცა, ერთი რამ ნამდვილად ვიცი, სადაც არის ეს ადამიანი, ის ძალა მომავალში ყოველთვის წაგებისთვის იქნება განწირული. საქართველოში არასდროს დაავიწყდებათ ის წლები, როდესაც მისი ხელმძღვანელობით ხდებოდა ბევრი უბედურება. საქართველოში თუ სადმე დაელოდებიან მიხეილ სააკაშვილს, ეს იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებები და სასამართლო", - აღნიშნა მდინარაძემ.