მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში დებატებზე გიორგი მარგველაშვილს შეწყალების საკითხთან დაკავშირებით ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში დებატებზე გიორგი მარგველაშვილს შეწყალების საკითხთან დაკავშირებით ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა

"ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში დაგეგმილ დებატებზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალების საკითხთან დაკავშირებით ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის მიმართ კითხვები დაისმება სხვა საკითხებთან მიმართებაშიც. 

"ძალიან უცნაური იყო, რომ წინა წლებში პრეზიდენტი და ოპოზიცია სინქრონში ითხოვდნენ პოლიტიკურ დებატებს. წელს ასეთი მოთხოვნა საქართველოს პარლამენტში არ შემოსულა. რადგან ჩამოყალიბდა ტრადიცია და დებატებში შესაძლებელია სიმართლე უფრო მეტად გამოიკვეთოს, პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება დებატების გამართვის თაობაზე. შეწყალების საკითხი ნამდვილად არ არის ჩვენი პრეზიდენტის ძლიერი მხარე. ბევრ კითხვაზე მოუწევს ამ მიმართულებით პასუხის გაცემა, თუმცა მხოლოდ შეწყალებაზე არ იქნება საუბარი",- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე 2 მაისს გამართულ სხდომაზე წარსდგება.