ადგილობრივ ოფისს, რომელიც კვლევებს ატარებს, ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული

ადგილობრივ ოფისს, რომელიც კვლევებს ატარებს, ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული

2012 წლიდან დაწყებული ადგილობრივ ოფისს, რომელიც კვლევებს ატარებს, ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული, - ასეთი კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც კახა კალაძის საქმიანობას მოსახლეობის 53% დადებითად აფასებს. 

„ჩვენი მიდგომები იცით NDI-სთან დაკავშირებით. 2012 წლიდან დაწყებული ადგილობრივ ოფისს, რომელიც ატარებს კვლევებს, ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული. შესაბამისად, მე თავს შევიკავებდი რაიმე კომენტარი გავაკეთო. ამაზე არაერთხელ მისაუბრია და ისევ იმ პოზიციაზე ვრჩები. კვლევებს, რომელსაც ქართული კომპანია ატარებს, არ ვეთანხმებით, რაც შეეხება სამუშაოებს, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. მე მადლობა მინდა ვუთხრა დედაქალაქის მოსახლეობას, რადგან მე ვგრძნობ მათ თანადგომას და მხარდაჭერას ამ პროცესებში. ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება დავიწყეთ, მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაანონსებული. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვაგვაროთ ყველაფერი ის, რაც თითოეულ ჩვეგანს ზოგადად გვაწუხებს, რაც აწუხებს ჩვენს დედაქალაქს, თუმცა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება გვაქვს დაწყებული და ის ტემპი, რომელიც დღეს გვაქვს მომდევნო წლების განმავლობაში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და არ შენელდეს“, - განაცხადა კალაძემ.