რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე გეგმიური სამუშაოები დასრულდა

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე გეგმიური სამუშაოები დასრულდა

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე გეგმიურ - პროფილაქტიკური სამუშაოები  დასრულდა.  1 მაისიდან საბაგირო მგზავრებს კვლავ მოემსახურება. 

სამუშაოები  თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა ტექნიკურმა ჯგუფმა,  მწარმოებელი კომპანიის „ლეიტნერის“ სპეციალისტებთან ერთად აწარმოა.