NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 65% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხოლო 21% - ევრაზიულ კავშირში

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 65% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხოლო 21% - ევრაზიულ კავშირში

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 21% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხოლო 65% ევროკავშირში გაწევრიანებას. 

გამოკითხულთა 7% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ საქართველო არც ევროკავშირში არ უნდა გაწევრიანდეს და არც ევრაზიულ კავშირში.

კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი 2017 წელთან შედარებით გაზრდილია, ხოლო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი - დაკლებული. 

შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.