NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 61% საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 61% საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 61% საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, ხოლო 8% - თურქეთს.

კითხვაზე, რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს საქართველოსთვის, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ არ იცის, 5% აშშ-ს ასახელებს, 4% აცხადებს, რომ არც ერთი ქვეყანა არ წარმოადგენს საფრთხეს, 1-1% მიიჩნევს, რომ საქართველოს საფრთხე თავად საქართველოა, და ასევეა სომხეთიც და აზერბაიჯანიც.

შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.