“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 26% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას, 9% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დგას, ხოლო 4% აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო“.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია, 3%-3% „პატრიოტთა ალიანსს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ ასახელებს, ხოლო გამოკითხულთა 6% აცხადებს, რომ არ იცის.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.