პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ლიდერობით საქართველომ მიაღწია ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და შეიქმნა სამუშაო ადგილები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე უმაღლეს შეფასებას ვაძლევ პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიან გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფას, და ვაპირებ მისი გუნდის მხარდაჭერას ეკონომიკური ჩართულობისა და დახმარების ფართომასშტაბიანი პროგრამებით“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.