NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 71 % ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველო მისი სახლია და ქვეყნის დატოვებას არ აპირებს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 71 % ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველო მისი სახლია და ქვეყნის დატოვებას არ აპირებს

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 71 % სრულად ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველო მისი სახლია და ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.

კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოსაზრებებს, გამოკითხულთა 40% ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი, 24% აცხადებს, რომ საზოგადოება კარგად გაუმკლავდა კრიზისებს წარსულში და მომავალ კრიზისებსაც კარგად გაუმკლავდება, ხოლო გამოკითხულთა 22% სრულად ეთანხმება მოსაზრებას - „სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ქვეყნის უსაფრთხოების ძალები, ჯარი, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები შეძლებენ ჩვენი მოსახლეობის დაცვას.

შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს. საშუალო ცდომილების ზღვარი 2-3%-ია