მკაფიო გზავნილი მაქვს თქვენთვის, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას

მკაფიო გზავნილი მაქვს თქვენთვის, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას

მაქვს მკაფიო გზავნილი თქვენთვის, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატოსკენ, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ სახალხო დიპლომატიის საკითხებში თაჩან ილდემმა თბილისში მიმდინარე ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ჩატარდა ნატოს მინისტერიალი, სადაც ასევე აღინიშნა ეს მხარდაჭერა და ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პოზიტიურ ტენდენციებს. 

“ჩვენ ერთგული ვართ პირობისა - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. მნიშვნელოვანია საქართველოს როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ჩვენ ვაძლიერებთ ნატოს ყოფნას შავი ზღვის რეგიონში და მათ შორის საქართველოში”, - განაცხადა თაჩან ილდემმა.