NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს ხვალ წარუდგენს

NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს ხვალ წარუდგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო ხვალ, მედიას 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენენ. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ NDI-დან აცნობეს, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, თავდაცვასთან, ხელისუფლებისა და ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებასთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიგნებები. 

გამოკითხვის შედეგები სრულად ხვალ გამოქვეყნდება. პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.