არჩილ თალაკვაძე ან ძალიან ღელავს, ნერვიულობს და თავს იმხნევებს, ან დავალებას აძლევს საარჩევნო კომისიებს

არჩილ თალაკვაძე ან ძალიან ღელავს, ნერვიულობს და თავს იმხნევებს, ან დავალებას აძლევს საარჩევნო კომისიებს

მადლობა მინდა ვუთხრა ამომრჩეველს რომლებმაც სამოქალაქო ვალი მოიხადეს - რაც შეეხება ბატონ თალაკვაძეს ან ძალიან ღელავს, ნერვიულობს და თავს იმხნევებს, ან დავალებას აძლევს კომისიებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. 

„საიდან უნდა იცოდეს პროცენტები, როდესაც უბნები დაიხურა სულ რამდენიმე წუთის წინ. ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი წარმატების, მაგრამ ჩვენ ახლა დაველოდებით ხმების დათვლას, დავიცავთ ხმებს და კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვით, ვინც სამოქალაქო ვალი მოიხადა და მოვიდა არჩევნებზე, რადგან ეს არის ის გზა, რომლითაც უნდა ჩამოვაშოროთ ეს ხალხი ხელისუფლებას. ვინც არჩევნებზე მოვიდა წვლილი შეიტანა და მათი უმრავლესობა არის განწყობილი ძალიან საღად ამ მთავრობის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის შექმნილი პრობლემების მიმართ. სასურველი იყო კიდევ უფრო მეტი ყოფილიყო აქტივობა, მაგრამ ეს არის ის, რაზეც უნდა დავამყაროთ ჩვენ ჩვენი წარმატება და ახლა ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხმების დასაცავად. იმ ადამიანების ხმების დასაცავად, რომლებიც მოვიდნენ და მათი სამოქალაქო ვალი მოიხადეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მათი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა არჩევნებში დამაჯერებლად მოიგო და გივი ჭიჭინაძის შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება 50%-ს.