ჩვენი მონაცემით, გივი ჭიჭინაძე დამაჯერებლად ლიდერობს და პირველივე ტურში ველოდებით გამარჯვებას

ჩვენი მონაცემით, გივი ჭიჭინაძე დამაჯერებლად ლიდერობს და პირველივე ტურში ველოდებით გამარჯვებას

ჩვენი მონაცემით, "ქართული ოცნების" კანდიდატი გივი ჭიჭინაძე დამაჯერებლად ლიდერობს და პირველივე ტურში ველოდებით გამარჯვებას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ხონში, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. 

მისი თქმით, შუალედური არჩევნები მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა. 

"ხედავთ, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ჩვენს ქვეყანაში, საარჩევნო კულტურა იხვეწება. არ ვიქნები ორიგინალური,თუ ვიტყვი, რომ ეს პირველ რიგში, არის მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამსახურება და ეს ძალიან მიხარია. გარდა ამისა, დღევანდელი არჩევნები უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ ჩატარდა. თავისუფალი ნების გამოხატვა შეეძლო ნებისმიერ ამომრჩეველს. ამის ყველა პირობა შექმნილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ და მათ შორის, ჩვენს მიერ. რაც შეეხება ჩვენს კანდიდატს, ჩვენი ყველა მონაცემით, ის დამაჯერებლად ლიდერობს და პირველივე ტურში ველოდებით გამარჯვებას. ამ ყველაფერს დადასტურება,ოფიციალური მონაცემების მიღების შემდეგ ექნება", - განაცხადა მდინარაძემ.