ვანსა და ხონში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში ჩატარდა და დასრულდა. ჩვენი მონაცემებით, ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად მოიგო. გივი ჭიჭინაძის შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება 50%-ს, - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდგომ.
მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს. "მადლობა მხარდამჭერებს, ველოდებით უკვე ხმების დათვლის ოფიციალურ შედეგებს", -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ვანსა და ხოში საარჩევნო უბანები 20:00 საათზე დაიხურა.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო 6 კანდიდატი, მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ.
არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია „საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, „ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟრიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.