"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი საარჩევნო პროცესს ვანში აკვირდება. მისი თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
"ვანის და ხონის სამაჟორიტარო ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველა უბანი დროულად გაიხსნა, აქტივობა არის მაღალი და არაფერი დაფიქსირებულა, რაც შედეგებს ხელს შეუშლის. ვისურვებ, ასე გაგრძელდეს და ასეც იქნება. ვფიქრობ, საზოგადოება აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არიან ქართული ოცნების" მხარდამჭერები სიებით უბნებზე, მათიკაშვილი პასუხობს, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს. თუმცა ამბობს, რომ, ყველაფერი ის, რაც არ არის კანონდარღვევა, არის საარჩევნო პროცესი და რაც აკრძალულია, ის საარჩევნო კანონმდებლობით საჩივრდება.