რუსეთი აშინებს ჩვენს მოკავშირეებს სამხედრო გზით, ამის მაგალითია 2008 წელს საქართველოში შეჭრა

რუსეთი აშინებს ჩვენს მოკავშირეებს სამხედრო გზით, ამის მაგალითია 2008 წელს საქართველოში შეჭრა

აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველო ბრიუსელში გამართულ პირველივე პრესკონფერენციაზე ახსენა.

„რუსეთი აშინებს ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს სამხედრო გზით, ამის მაგალითია 2008 წელს საქართველოში შეჭრა, 2014 წელს კი უკრაინაში, აგრეთვე, აგრესიული კამპანიით, რომ ძირი გამოუთხაროს დასავლურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს“, – განაცხადა პომპეომ.

აშშ-ის სახელწიფო მდივანმა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთში წარმოებული ნერვული აგენტის გამოყენება კიდევ ერთხელ დაგმო.

მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ რუსეთთან ურთიერთობებს არ გადახედავს, თუ რუსეთი საკუთარ ქმედებებს შეცვლის.