თბილისის 32 ბაგა-ბაღში გაზქურები ელექტროქურებით ჩანაცვლდება

თბილისის 32 ბაგა-ბაღში გაზქურები ელექტროქურებით ჩანაცვლდება

თბილისის 32 საჯარო ბაგა-ბაღის სამზარეულო ბლოკებში ახალი ტექნიკა შევა - ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, ამჟამად არსებულ გაზქურებს ელექტროქურები ჩაანაცვლებს.  

სამზარეულო ტექნიკის შესყიდვა თბილისის გაზმომარაგების კომპანია „ყაზტრანსგაზის“ რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდა. კომპანიის ექსპერტებმა სამზარაულო ბლოკები, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის შემდეგ,  ყველა იმ ბაგა-ბაღში შეისწავლეს, სადაც გაზქურებით სარგებლობდნენ. აღსანიშნავია, რომ დანარჩენ ბაგა-ბაღებში ელექტროქურები უკვე დამონტაჟებულია.

ბავშვთა უსაფრთხოება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრიორიტეტია და ამ კუთხით, საჯარო ბაგა-ბაღებში არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.