პარტიის პოლიტსაბჭოში ცვლილებები იქნება, რა რაოდენობა დარჩება და ვინ იქნება, ამას საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს

პარტიის პოლიტსაბჭოში ცვლილებები იქნება, რა რაოდენობა დარჩება და ვინ იქნება, ამას საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს

თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილის წარდგენის თაობაზე. 

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. 

"ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გუშინ ზოგადად, კანდიდატებზე ითქვა თუ ვინ იქნება. ბატონ ბიძინაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა", - განაცხადა კახა კალაძემ. 

რაც შეეხება, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის პოსტზე მისი დარჩენის საკითხს, კახა კალაძე აცხადებს, რომ ის რჩება ამ პოსტზე. 

"პოლიტსაბჭოში რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება, თუ რა რაოდენობა დარჩენა და ვინ იქნება ამას უახლოეს მომავალში გაიგებს საზოგადოება. პოლიტსაბჭოს ყრილობა მაისის დასაწყისში გაიმართება", - განაცხადა კახა კალაძემ.