კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის ლიდერს „კონფრონტაციის დასრულებისკენ“ მოუწოდა

კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის ლიდერს „კონფრონტაციის დასრულებისკენ“ მოუწოდა

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულებულია. შეხვედრის შედეგები ასეთია – კიმ ჩენ ინმა სამხრეთელ კოლეგას „კონფრონტაციის დასრულებისკენ მოუწოდა, უფრო ხშირი შეხვედრისა და სასურველი კარგი სამყაროს აშენების სურვილი გამოთქვა“.

საპასუხოდ კი მუნ ჯე ინმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა შესთავაზა. ასევე სურვილი გამოთქვა, მოინახულოს კორეელებისთვის წმინდა მთა პექტუსანი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთის საზღვართან მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინის მიერ სადემარკაციო ხაზის გადაკვეთა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მშვიდობის სიმბოლოდ შეაფასა.

ჩრდილოეთის დელეგაციაში იმყოფება კიმ ჩენ ინის უმცროსი დაც, კიმ იო იონმა სამხრეთ კორეას ორი სახელმწიფოს გაერთიანების პროცესის დაჩქარება შესთავაზა.

პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, დროებით შესვენება გამოცხადდა.

კიმ ჩენ ინი დელეგაციასთან ერთად, პანმუნჯომის სადემარკაციო ხაზის გავლით, ჩრდილოეთ ნაწილში დაბრუნდა.

დღის განმავლობაში მხარეები ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე, მშვიდობასა და შესაძლო გაერთიანების საკითხებზე იმსჯელებენ.

სამიტის დასასრულს, კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი სიმბოლურად ხეს დარგავენ.

კიმ ჩენ ინი 1953 წლის შემდეგ, პირველი ჩრდილოეთ კორეელი ლიდერია, რომელმაც ნახევარკუნძულის გამყოფი სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა.