პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებას არ ვუყურებ, როგორც “ქართულ ოცნებაში” კრიზისის ნიშანს

პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებას არ ვუყურებ, როგორც “ქართულ ოცნებაში” კრიზისის ნიშანს

ბიძინა ივანიშვილის პარტიულ პოლიტიკაში დაბრუნება სიმბოლური თვალსაზრისით გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რამე სხვა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტმა ლინკოლნ მიტჩელმა განუცხადა. 

“მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას სრულად მოცილებული არასოდეს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველდღიურ დონეზე, დიდი გადაწყვეტილებები მის გარეშე მიღებული არ იყო. აქედან გამომდინარე, კარგია, რომ მას ახლა ოფიციალური პოზიცია ექნება, საიდანაც გავლენას მოახდენს. შესაბამისად, ამ სიტუაციას, როგორც “ქართულ ოცნებაში” კრიზისის ნიშანს, არ ვუყურებ”,- აღნიშნა ლინკოლნ მიტჩელმა.