კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,GUDA TV „-ს და ნტვ+ ავტორიზაცია შეუჩერა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,GUDA TV „-ს და ნტვ+ ავტორიზაცია შეუჩერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე შპს „GUDA TV" -სთვის და ნტვ+-ისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე იმსჯელა. მას შემდეგ რაც კომისიამ სამ კომპანიას - შპს GUDA TV,  ნტვ+  და შპს „Voxbone"-ს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარმოდგენა მოთხოვა, სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას წერილით მიმართა.

შპს GUDA TV-მ კომისიას ავტორიზაციის გაუქმების თხოვნით მიმართა, შპს ნტვ+-მა კი ავტორიზაციის შეჩერების. რაც შეეხება შპს „Voxbone"-ს კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას შუამდგომლობით მიმართა და მისი საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადება ითხოვა. კომისია შპს „Voxbone"-ის თემაზე ერთ კვირაში  იმსჯელებს.