″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″: ″პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში″ თურქეთის მდგომარეობა გაუარესდა

″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″: ″პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში″ თურქეთის მდგომარეობა გაუარესდა

საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) 2018 წლის "პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის" ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმად, თურქეთი 180 ქვეყანას შორის 157-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, თურქეთში  "პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის" მაჩვენებელი გაუარესდა. 

RSF მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთი ″მსოფლიოში ჟურნალისტებისთვის ყველაზე დიდი ციხედ″ არის მოიხსენიებული და აღნიშნულია, რომ გადატრიალების მცდელობის შემდეგ ძალიან ბევრი ჟურნალისტი იქნა დაპატიმრებული. ერთ წლიანი პატიმრობის შემდეგ კი სასამართლომ ერთმანეთის მიყოლებით მათი საქმეების განხილვა დაიწყო.

ანგარიშში, კანონის უზენაესობის უგულებელყოფაზეც არის საუბარი სადაც აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ იანვარში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტები მეჰმეტ ალტანი და შაჰინ ალფაი გათავისუფლებულიყვნენ, ქვემდგომმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ამ გადაწყვეტილების განხორციელება.

ანგარიშის მიხედვით, პრესის თავისუფლება მხოლოდ თურქეთში არ გაუარესებულა. "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" მონაცემებით, მთელ მსოფლიოში პრესისა და ჟურნალისტების მიმართ მტრული დამოკიდებულება, განსაკუთრებით პოლიტიკური ლიდერების ღია მხარდაჭერით მატულობს. 

″პოლიტიკური ლიდერების პრესის მიმართ მტრული დამოკიდებულება მხოლოდ თურქეთის(ორი საფეხურით ჩამოქვეითდა და 157 - ე ადგილზეა) და ეგვიპტის(161-ე ადგილი) მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებით არ შემოიფარგლება. ამ ორ ქვეყანაში კი ″პრესის ფობია″ იმდენად ცხადია, რომ ჟურნალისტებს რეგულარულად ტერორისტულ ბრალდებებს უყენებენ და ისინი, ვინც ხელისუფლების ერთგულები არ იქნებიან, თვითნებურად აპატიმრებენ″, - ნათქვამია ანგარიშში.

წყარო: http://www.diken.com.tr/basin-ozgurlugu-daha-da-geriledi-turkiye-180-ulke-arasinda-157nci/