პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე საუბარი დიდი ხანია მიდის - საუბარი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განუცხადა.
“პრემიერ-მინისტრს არაერთხელ ჰქონდა საუბარი და შეთავაზება მის პარტიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მიღებული გადაწყვეტილება არის ძალიან კარგი - წაადგება ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობას, გაძლიერდება პარტიის როლი და ასე შემდეგ. რაც შეეხება პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კვირიკაშვილს, ის არის პრემიერ-მინისტრი და გააგრძელებს თავის საქმიანობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც “ქართულ ოცნებაში“ გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნებას“ სათავეში ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება, რომელიც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.