ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის პროპაგანდის საწინააღმდეგო რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის პროპაგანდის საწინააღმდეგო რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 25 აპრილს რეზოლუცია მიღო, რომლითაც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის პროპაგანდისთვის წინააღმდეგობას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ასამბლეის ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტი ვლადიმერ არიევი სოციალურ ქსელში წერს.

„კიდევ ერთი მცირე გამარჯვება. საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას ჩემს მოხსენებასთან დაკავშირებით: მხარდაჭერა გამოხატეს რუსეთის პროპაგანდისთვის წინააღმდეგობაზე ევროკაშირის დონეზე და ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცეს, შექმნან ორგანოები „ფეიკებისა“ და დეზინფორმაციისთვის თვალის მისადევნებლად“, - განაცხადა ვიცესპიკერმა.

ასამბლეამ დაამტკიცა თავისი მხარდაჭერა ევროსაბჭოს 2015 წლის გადაწყვეტილებაზე დეზინფორმაციის ნაკადთან ბრძოლის შესახებ, რომელიც გამომდინარეობს რუსეთის ფედერაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან და ონლაინ-ექაუნთებიდან სპეციალური ჯგუფის „East StratCom“-ის შექმნის გზით.