პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან

საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრებიან. 

„ისევე, როგორც გასულ წლებში, პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან“, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ანგარიშით 2 მაისს წარსდგება. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატს და იქნება თუ არა დებატები, ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.