რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით ზოგიერთი ქვეყნის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება ტერორისტებისა და ექსტრემისტების ინტერესებს ემსახურება.
„საერთაშორისო საზოგადოების ზოგიერთი წევრი სულ უფრო და უფრო ხშირად ცდილობს უგულველყოს საერთაშორისო სამართალის ნორმები და პრინციპები და სამხედრო ძალას იყენებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით, უარს ამბობენ მოლაპარაკებებზე როგორც საერთაშორისო დავების გადაჭრის მთავარ ინსტრუმენტზე“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკურ და სოციალურ არასტაბილურობას იწვევს, რაც ტერორისტებისა და ექსტრემისტების ინტერესებს ემსახურება და ლოკალური კონფლიქტებისა და კრიზისების ესკალაციას იწვევს“.
„რუსეთი მზად არის უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის ამ მიმართულებით როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ ფორმატებში“, - დასძინა მან.