ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია გახდა. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის საიტი იუწყება.
„ბესლან ბარციცი გათავისუფლდეს აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან სხვა თანამდებობაზე დანიშვნის გამო. აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს გენადი გაგულია“, - ნათქვამია ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ბრძანებაში.
დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით, ახალი „მთავრობის“ ჩამოყალიბებამდე „მინისტრები“ საკუთარ უფლებამოსილებებს შეასრულებენ.
გენადი გაგულია 2005 წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის „სავაჭრო-სამრეწველო პალატას“ ხელმძღვანელობდა.