აშშ მიესალმება მოლდოვასა და არაღიარებული დნესტრისპირეთს შორის მიღწეულ სატრანსპორტო შეთანხმებას და კონფლიქტის სრულ დარეგულირებას უჭერს მხარს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.
„აშშ მხარს უჭერს აღნიშნული კონფლიქტის ყოვლისმომცვლელ დარეგულირებას და ამ კვირაში მიღწეულ შეთანხმებას. ნებისმიერი დარეგულირება უნდა ეფუძნებოდეს მოლდოვის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში დნესტრისპირეთისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებით“, - განაცხადა ნაუერტმა.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვასა და დნესტრისპირეთის მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, ავტომობილები დნესტრისპირეთიდან ნეიტრალური სანომრე ნიშნების მიღების შემდეგ საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობის მონაწილეები გახდებიან.