„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები სირიაში, უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში დესტაბილიზაციისკენ მიმართული რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთებას გამოხატავენ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები სირიაში, უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში დესტაბილიზაციისკენ მიმართული რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთებას გამოხატავენ

„დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნები შეშფოთებას გამოხატავენ სირიაში, უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში დესტაბილიზაციისკენ მიმართული რუსეთის ქმედებების გამო, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის სირიაზე, უკრაინასა და ჩრდილოეთ კორეაზე. მინისტრებმა სირიაში, უკრაინასა და მეზობელ სახელმწიფოებში რუსეთის ქმედებებს მიუღებელი უწოდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე „დიდმა შვიდეულმა“ რუსეთი დემოკრატიულ პროცესებში ჩარევასა და დეზინფორმაციისკენ მიმართული კამპანიების ჩატარებაში დაადანაშაულა.