პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტები მისთვის მიუღებელია.
„მე შეიძლება არ მომწონდეს ის, რომ ქართველი პოლიტიკოსები მოსკოვში დადიოდნენ, მაშინ როდესაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთმა წლების მანძილზე ჩვენი ჯარისკაცები და მოქალაქეები დაგვიხოცა. არ მსიამოვნებს, როცა ხელისუფლების საერთო პოლიტიკის გაუთვალისწინებლად ჩვენი პოლიტიკოსები რუსეთში დადიან, თუმცა ესეც პოლიტიკის ნაწილია და ეს პოლიტიკური ძალა თვლის, რომ მას აქვს ხედვა ჩრდილოეთისკენ, არგუმენტად მოაქვთ, რომ ვესაუბროთ რუსეთს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომლებსაც სურთ, რომ არჩევნებში იმ ხალხის მხარდაჭერა მიიღონ, ვინ მათსავით ფიქრობს. ჩემთვის მოსკოვში ვოიაჟები მიუღებელია მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.