ნიკოლ ფაშინიანი: ხელისუფლებასთან მოლარაპაკებების მორიგი რაუნდი ხვალ გაიმართება

ნიკოლ ფაშინიანი: ხელისუფლებასთან მოლარაპაკებების მორიგი რაუნდი ხვალ გაიმართება

ხელისუფლებასთან მოლარაპაკებების მორიგი რაუნდი ხვალ გაიმართება, - ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიცია მხოლოდ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან მისვლით შემოიფარგლება, ხვალ კი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ხელისუფლების მშვიდ გადაბარებაზე მოლაპარაკებებს გამართავს.

„ხვალ 19:00 საათზე გაიმართება მიტინგი, სადაც მე მოგახსენებთ, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა ეტაპზე ვიმყოფებით და როგორი ქმედებებით უნდა გავაფორმოთ დე იურე მიღწეული სახალხო გამარჯვება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაკავებული თანამდებობა დატოვა.