ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ სომხეთის ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა ექნებათ.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
„ჩვენ მადლობას ვუხდით სერჟ სარგსიანს აშშ და სომხეთს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მისი მემკვიდრის განსაზღვრის პროცესი დამჭვირვალედ, სომხეთის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სერჟ სარგსიანი პარლამენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს აირჩია. რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ის გუშინ თანამდებობიდან გადადგა.