არსებული ინფორმაციით, სომხეთ-საქართველოს საზღვართან მისასვლელ გზაზე მოძრაობაა შეფერხებული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა სოფელ ბაგრატაშენში საბაჟო-გამშვებ პუნქტთან მისასვლელი გზა გადაკეტეს.
შედეგად, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება პარალიზებულია. აღნიშნულ მონაკვეთზე საქართველოს მხრიდან „სადახლოს“ გამშვები პუნქტია.