გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს ნოვრუზ მამედოვს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. 

„საუკეთესო სურვილებით ვულოცავ ნოვრუზ მამედოვს - აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს. ველოდები მასთან თანამშრომლობას, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა ჩვენს ერებს შორის“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი „ტვიტერზე“.