2012 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვებამ გარდამტეხი როლი ითამაშა სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საქმეში

2012 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვებამ გარდამტეხი როლი ითამაშა სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საქმეში

2012 წელს მიღწეულმა გამარჯვებამ გარდამტეხი როლი ითამაშა საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დღეს განსაკუთრებული დღეა, 6 წლის წინ, ზუსტად დღევანდელ დღეს, 2012 წლის 21 აპრილს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა ჩვენი პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. საქართველოსთვის გადამწყვეტ ეტაპზე, ერთადერთი და ყველაზე ძლიერი იარაღით - მხოლოდ სიმართლით და ხალხის გვერდში დგომით, დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც სულ რამდენიმე თვეში, 1 ოქტომბერს, არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებით დაგვირგვინდა. ამ გამარჯვებამ გარდამტეხი როლი ითამაშა საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საქმეში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.