ორთაჭალაში, მეიდანზე რესტორან „მაჭახელას“ ცეცხლი უკიდია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი რესტორნის სახურავს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულ არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.