სერგეი ლავროვის შეფასებით, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები ახლა უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე „ცივი ომის“ დროს იყო

სერგეი ლავროვის შეფასებით, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები ახლა უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე „ცივი ომის“ დროს იყო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები ახლა უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე „ცივი ომის“ დროს იყო.

„მე ვფიქრობ, რომ ურთიერთობები ახლა უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვინაიდან „ცივი ომის“ დროს არსებობდა კომუნიკაციის არხები და დასავლეთი არ იყო რუსოფობიით ასე შეპყრობილი, რაც ახლა სანქციების საშუალების გენოციდის მოწყობას ემსგავსება“, - განაცხადა ლავროვმა „ბი-ბი-სი-სთან“ ინტერვიუში.

რაც შეეხება სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების საკითხს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ს მიერ მოყვანილი მტკიცებულებები მედიასაშუალებებისა და სოციალურ ქსელების ინფორმაციას ეყრდნობა.

14 აპრილს გაერთიანებულმა კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი შედიან, სირიაში, გარკვეულ ობიექტებზე ავიადარტყმა მიიტანა.