სამხარაულის ბიურომ მეტროსადგურების ექსპერტიზა დაასრულა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს უახლოეს მომავალში დავიწყებთ

სამხარაულის ბიურომ მეტროსადგურების ექსპერტიზა დაასრულა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს უახლოეს მომავალში დავიწყებთ

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მეტროსადგურების ექსპერტიზა დაასრულა და მეტროსადგურების რეაბილიტაციას უახლოეს მომავალში დავიწყებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებლად ჩატარდება მეტროსადგურ “ვარკეთილში”, სადაც ჭერი ჩამოინგრა, ასევე იმ მეტროსადგურებშიც, სადაც მძიმე მდგომარეობაა და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება აუცილებელია.

“ექსპერტიზის შედეგების განხილვა მიმდინარეობს, რომლის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი”, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის დაიწყება მეტროსადგურებში სარეაბილიტაციო პროცესები. 

“ძალიან მალე დავიწყებთ”, - დასძინა კალაძემ.