ზვიად კვაჭანტირაძე: „დღემდე, საკუთარი ინიციატივით, არავინ მისულა პარლამენტში და არ გაუმართავს შეხვედრა უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან“

ზვიად კვაჭანტირაძე: „დღემდე, საკუთარი ინიციატივით, არავინ მისულა პარლამენტში და არ გაუმართავს შეხვედრა უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან“

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივას პარლამენტში მისვლასა და ეკონომიკური  რეფორმის განხილვასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე  ფეისბუქის გვერდით გამოეხმაურა. როგორც  ზვიად კვაჭანტირაძე წერს, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო მინისტრი ასეთ სწორ არჩევანს აკეთებდეს საკანონმდებლო ორგანოსთან  თანამშრომლობისთვის.

„დღემდე,  არავინ საკუთარი ინიციატივით არ მოსულა პარლამენტში და არ გაუმართავს შეხვედრა უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან. დღემდე, ასეთი შეხვედრები მინისტრებთან  გაწერილი იყო მხოლოდ რეგლამენტით აუცილებელ შემთხვევებში და აუცილებელი დღის წესრიგით. მამუკა ბახტაძე არის სულით და გულით რეფორმატორი და სწორედ ამიტომ მაქვს დიდი იმედი, რომ მისი ხელშეწყობით რეფორმები გაძლიერდება და ქვეყანაში დაჩქარდება წინსვლა. ჩემი სრული მხარდაჭერა  მამუკა ბახტაძეს“ - წერს დეპუტატი.