დღეიდან წალკაში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი ამოქმედდა. პრეზენტაციას კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. მან მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები იქნებიან: თეთრიწყარო-მამუკა აბულაძე, წალკა-აიკ მელტოიანი, გარდაბანი-მამუკა არეშიძე, ბოლნისი-დარეჯან ჩხეტიანი, რუსთავი-ზვიად ძიძიგური, დმანისი-პაატა ხიზანიშვილი.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივთა შეკითხვებს უპასუხა.