კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო და სიტყვით მიმართა ახალგაზრდებს.
„კარგია, რომ შედგა ასეთი შეხვედრა, რომ საუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში და ახალგაზრდობაში. ახალგაზრდობის ჩართულობა ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და მის სტრატეგიაში უნდა იყოს მაქსიმალური. თქვენ უნდა იცოდეთ, როგორი ქვეყანა გინდათ, რომ გქონდეთ",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.