საქართველო არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილს, მედიაში მორიგი ანტიოსური ბაკქანალიის აგორებისთვის იყენებს

საქართველო არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილს, მედიაში მორიგი ანტიოსური ბაკქანალიის აგორებისთვის იყენებს

საქართველო არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილს, მედიაში მორიგი ანტიოსური ბაკქანალიის აგორებისთვის იყენებს. ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ამირან დიაკონოვმა განაცხადა. 

ე.წ. დეპუტატმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული იმ პირებთან მიმართებაში, ვინც ოსი ხალხის გენოციდს ახორციელებდა“. 

„დადგენილია იმ პირთა წრე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, ვინც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში ტერორისტულ საქმიანობას ახორციელებდნენ, რომელთა მსხვერპლი 30-ზე მეტი ადამიანი გახდა“, - განაცხადა მან. 

გარდა ამისა, ამირან დიაკონოვმა აღნიშნა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ მსგავს სიებს საქართველო ადრეც ადგენდა და ამ სიაში მოხვედრილ პირებთან მიმართებაში საქართველო ტერაქტების განხორციელებას ცდილობდა. 

„დღეის მდგომარეობით საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტილია და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი რესპუბლიკაში ტერაქტებს განახორციელებენ იმ პირებთან მიმართებაში, ვინც ამ სიაში მოხვდება“, - დასძინა მან.