გია ვოლსკი ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე - ჩვენი შეფასება უნდა იყოს ძალიან მკაცრი

გია ვოლსკი ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე - ჩვენი შეფასება უნდა იყოს ძალიან მკაცრი

პარლამენტის ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ქართული მხარის შეფასება უნდა იყოს ძალიან მკაცრი და ყველაფერი უნდა აისახოს რეზოლუციაში, რომელსაც პარლამენტი მიიღებს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რეზოლუციის მხარდასაჭერად საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გამოხატოს პოზიცია. 

„ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ძალიან ობიექტური, შეფასება უნდა იყოს ძალიან მკაცრი, იმიტომ, რომ ვითარება, არა მარტო ქართველების მიმართ, არამედ ზოგადად, მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რეზოლუციაში ეს ყველაფერი უნდა აისახოს და საერთაშორისო საზოგადოებამაც კიდევ ერთხელ უნდა გამოხატოს თავის პოზიცია ამ რეზოლუციის მხარდასაჭერად“, –განაცხადა გია ვოლსკიმ. 

კითხვაზე, რამდენად ქმედითი იქნება რეზოლუცია საერთაშორიოს დონეზე, გია ვოლსკი პასუხობს, რომ მთავრობა სტარტეგიულ პარტნიორებთან დიდი ხანია მუშაობს და გარკვეული ინფორმაციების გაცვლა ხდება, მათ შორის ეს ეხება ინფორმაციას დანაშაულის ჩამდენ პირებზე.