რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დარწმუნებულია, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეგნებულად აიღო გეზი რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებაზე.
ამის შესახებ სერგეი ლავროვმა თავის იაპონელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არანაირი ეჭვი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობამ შეგნებულად აიღო ეს გეზი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესებას ემსახურება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სერგეი ლავროვის თქმით, თუ ეს გეზი გაგრძელდება ახალი ანტირუსული სანქციების სახით, მაშინ მოსკოვი დიდ ბრიტანეთს საპასუხო ზომებით უპასუხებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დიდ ბრიტანეთთან ერთობლივ მუშაობას მოითხოვს ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში.