აშშ-ის პრეზიდენტი თავისუფალი მსოფლიოს წინამძღოლი არ არის, როდესაც დიქტატორ პუტინს ფალსიფიცირებულ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

აშშ-ის პრეზიდენტი თავისუფალი მსოფლიოს წინამძღოლი არ არის, როდესაც დიქტატორ პუტინს ფალსიფიცირებულ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების ფაქტს გამოეხმაურა. 

„ამერიკის პრეზიდენტი თავისუფალი მსოფლიოს წინამძღოლი არ არის, როდესაც დიქტატორს ფალსიფიცირებულ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს“, - ნათქვამია ჯონ მაკკეინის განცხადებაში.

„რესპუბლიკელი“ სენატორის განცხადებით, „ამით პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის ყველა ის მოქალაქე შეურაცხყო, ვისაც შესაძლებლობა არ მიეცა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მიეცა ხმა, რათა განესაზღვრათ თავიანთი ქვეყნის მომავალი“. 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.