ძალიან მეეჭვება, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ცხინვალში ჩატარებული ფსევდოგამოძიება რეალობასთან ახლოს იყოს

ძალიან მეეჭვება, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ცხინვალში ჩატარებული ფსევდოგამოძიება რეალობასთან ახლოს იყოს

რა თქმა უნდა ძალიან მეეჭვება, რომ ცხინვალში ჩატარებული ფსევდოგამოძიება რეალობასთან ახლოს იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ერგნეთის საგუშაგოსთან განუცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოასვენეს.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქართული გამოძიება სიმართლის დადგენას შეძლებს. „პირველივე ინფორმაციისთანვე, რაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა, ჩანდა, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას არჩილ ტატუნაშვილის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მათ სცადეს ძალიან შელამაზება ამ განცხადების, ეს ნათლად ჩანდა“, - აღნიშნა სუბარმა. 

მისივე თქმით, გადმოსვენება ძალიან დაგვიანებით მოხერხდა. „ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდება ცხედრის პირველადი დათვალიერება, შესწავლა. ცხედართან ერთად მოხდა გარკვეული მასალების გადმოცემაც, მათ შორის ექსპეტიზის მასალების. ამ მასალების შესწავლა შემდგომი გამოძიების თემაა. გარდაცვალების მიზეზებზე ჯერჯერობით ცხადია ვერაფერს ვილაპარაკებთ, თუმცა, პირველივე ინფორმაციისთანვე, რაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა, ჩანდა, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას არჩილ ტატუნაშვილის მიმართ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.