ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ „წითელ ჯვარს“ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადასცა

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ „წითელ ჯვარს“ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადასცა

ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენლებს გადაეცათ, - ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

სააგენტოს ცნობით, „გენპროკურატურის“ თანამშრომლებმა კომიტეტის წარმომადგენლებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მასალებიც გადასცეს, რომელშიც ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზია დასახელებული. ცხედრის გადაცემა ცხინვალის პროზექტურაში მოხდა.

ერგნეთის საგუშაგოსთან იმყოფებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.