მედიის ინფორმაციით, აშშ-ს შტატ მერილენდის ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლი ამავე სკოლის მოსწავლემ გახსნა

მედიის ინფორმაციით, აშშ-ს შტატ მერილენდის ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლი ამავე სკოლის მოსწავლემ გახსნა

აშშ-ს შტატ მერილენდში, ქალაქ გრეით მილსის სკოლაში ცეცხლი ამავე სკოლის მოსწავლემ გახსნა. ამის შესახებ შერიფ ტიმ კემერონზე დაყრდნობით WUSA-ს ჟურნალისტი პეგი ფოქსი იუწყება.

ტიმ კემერონის განცხადებით, საერთო ჯამში სროლის შედეგად 3 მოსწავლე დაიჭრა, მათგან ერთ-ერთი მსროლელია. 

„თავდაპირველად თავდამსხმელმა ცეცხლი სკოლის მოსწავლე გოგონას გაუხსნა, შემდეგ კი სხვა მოსწავლეებსაც ესროლა. სკოლის დაცვის თანამშრომელმა მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილი გოგონა და თავდამსხმელი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. თავდამსხმელი ჰოსპიტალიზებულია“, - განაცხადა ტიმ კემერონმა.