გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება მიიღწევა

გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება მიიღწევა

რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება იქნება მიღწეული. 

გრიგორი კარასინის თქმით, პროგრესი ამ კუთხით მიღწეული იყო წინა შეხვედრაზე, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გაიმართა. 

გრიგორი კარასინის თქმით, ზეპირი დეკლარაცია ნეიტრალური ხასიათის იქნება, ანუ მასში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი ნახსენები არ იქნება. „ჟენევის დისკუსიების მონაწილეები უბრალოდ განაცხადებენ ერთმანეთთან მიმართებაში ძალის გამოუყენებლობაზე. ამას იურიდიულად სავალდებულო ხასიათი არ ექნება, თუმცა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება“, - აღნიშნა კარასინმა.